აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე მიღებულ ერთობლივ განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

“მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ აჩვენა, ამერიკული მხარე კი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სურს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს,”- ნათქვამია დოკუმენტში. ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, საზღვრების დაცვის და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული.