რუმინეთში პრემიერის გადადგომის მოხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა

რუმინეთში პრემიერის გადადგომის მოხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა

რუმინეთში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა. ბუხარესტის ქუჩებში 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები კორუფციის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და პრემიერ ვიქტორ პონტას მკვლელი უწოდეს.
საპროტესტო აქცია ბუხარესტის ღამის კლუბში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო გაიმართა. ბოლო მონაცემებით, კლუბში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. კლუბის სამი მფლობელი დაკავებულია.