თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის პედაგოგეგბა განუცხადეს, ამის მიზეზი გათბობის მილების დაზიანებაა, რის გამოც სკოლის შენობაში წყალი ჩამოდის.
"როგორც ჩანს, მილები წუხელ გასკდა და ხედავთ, რა სიტუაციაა - წყალია ჩამოსული მეოთხე სართულიდან პირველ სართულამდე", - განმარტეს პედაგოგეგბმა.
მათივე განმარტებით, გათბობის მილები დღის განმავლობაში შეკეთდება, დღეს გაცდენილი გაკვეთილები კი, შაბათს ანაზღაურდება.
ამ დროისთვის 161-ე სკოლაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.