"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მათი განმარტებით, ნიკა გვარამია დღეს, 12:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული და დაკითხვა უკრაინული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება.
"დღეს საღამოს ტელევიზიის ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ 4 ნოემბერს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
გვარამიას დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში რუსული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება", -ნათქვამია "რუსთავი 2-ის" მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.