"ნაციონალური მოძრაობის" წევრები გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.
გივი თარგამაძესა და ნუგზარ წიკლაურს სავარაუდოდ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხავენ, სადაც ისინი "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებიან.
ნუგზარ წიკლაურისა და გივი თარგამაძის დაკითხვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ასევე უცნობია თუ როდის არიან დეპუტატები დაბარებულები სუს-ში.