9 სახელმწიფო ნატო-ს რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს

9 სახელმწიფო ნატო-ს რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 სახელმწიფო ნატო-ს, რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. 
მისი თქმით, ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა საჭირო.
რუმინეთის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული ქვეყნები ნატო-ს ხელმძღვანელობას ოფიციალურ მიმართვას დღეს, ალიანსის სამიტზე გადასცემენ.