"თუ ივანიშვილი ქართულ ტელევიზიაში ფიზიკურად შესვლასაც შეძლებს, ეს პუტინის გეგმის გამარჯვებაა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ექს-პრეზიდენტი აცხადებს, "საქართველოში მიმდინარეობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში საუკეთესო ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის რეიდერული ხელში ჩაგდება".

"საქართველოში მიმდინარეობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში საუკეთესო ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის რეიდერული ხელში ჩაგდება, რაც ხორციელდება რუსი ოლიგარქის მიერ შანტაჟის, უკანონო სპეცოპერაციებისა და სასამართლოთი მანიპულირების გზით. თუ ივანიშვილი ყველაზე დიდ ქართულ ტელევიზიაში ფიზიკურად შესვლასაც შეძლებს, ეს იმ გეგმის გამარჯვებას ნიშნავს, რომელიც პუტინმა ვერ განახორციელა 2008 წელს სამხედრო გზით, - ბოლო მოუღოს ქართულ დემოკრატიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა უკრაინისათვისაც - ოლიგარქებმა, და განსაკუთრებით იმ ოლიგარქებმა, რომლებიც წარსულში მოსკოვთან იყვნენ დაკავშირებულნი, არ უნდა ჩაიგდონ ხელში მართვის ყველა ბერკეტი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.