პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი სახელმწიფოა.
მისი თქმით, საქართველოს ესტონეთისგან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს.
"პირველ რიგში გეტყვით, რომ ესტონეთიი არის მართლაც გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნისთვის, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო მადლიერებით, რომ ის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ესტონეთისგან, არის უპრეცედენტო, რატომ, იმიტო, რომ მართლაც არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, რომელშიც ჩვენ ესტონური მხარე არ გვიწევს დახმარებას. ჩვენ გვაქვს უამრავი ურთიერთგაცვლა, კომუნიკაცია, ტრენინგები, პრაქტიკული დახმარება თითქმის ყველა სფეროში. განსაკუთრებით მე მინდა აღვნიშნო ესტონეთის დახმარება სწორედ ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა როგორც არის ხელმომწერი ასოცირების ხელშეკრულების, ჩვენ ახლა გვჭირდება მეტი პრაქტიკული დახმარება და ესტონეთი არის გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ უნივერსიტეტში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, 82 ქართველი სტუდენტი სწავლობს მე ძალიან მიხარია, რომ დღეს გავიცანი 2 ქართველი სტუდენტი, რომლებიც აქ სწავლობენ. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ესტონეთი ერთხმად და ყველა ესტონეთში აღიარებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სწორედ ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის გამორჩეული, ერთადერთი გამორჩეული ნათელი წერტილი, ვინაიდან სხვა ქვეყნებში სამწუხაროდ არის პრობლემები, მათ ასე ვთქვათ, მოუწიათ გადახედვა საკუთარი მიზნების და ამოცანების , ასევე მათი გადაწყვეტილებების და ჩვენ ვრჩებით ერთადერთი ერთგული, წარმატებული ქვეყანა, როგორც სტაბილური ქვეყანა, რომელიც მტკიცედ მიუყვება ევროინტეგრაციის გზას. ასევე მინდა აღვნიშო, რომ მე მადლიერებით მსურს დავაფიქსირო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა, მისი ჩართულობა, პრეზიდენტის, პარლამენტის, ჩვენ ყველა დონეზე ესტონეთთან გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, ასე რომ, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში, მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო საქართველოში ჩამოსული და განსაკუთრებული გააქტიურება გვაქვს ურთიერთობების. ასევე ნოემბერში ჩვენ ველოდებით დელეგაციებს ესტონეთიდან და გვაქვს ჩვენ ურთიერთგაცვლა. და ბოლოს მინდა დავასრულო დღევანდელი კომენტარი იმით, რომ ჩვენ ველით მოუთმენლად ევროკავშირის გადაწყვეტილებას სწორედ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელშიც ესტონეთის მხარდაჭერა არის მართლაც ძალიან დიდი და იმედი გვაქვს, რომ ვინაიდან ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა მთავრობამ ძალიან მოკლე დროში შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რომელიც იყო დაწესებული ევროკავშირის მხრიდან, გვაქვს დიდი იმედი, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური და რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას . ეს არის უპრეცედენტო აღიარება ჩვენი რეფორმების , ჩვენი სწორი მიმართულებით სვლის და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერის დემონსტრირება ჩვენი მოსახლეობისადმი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.