უახლოეს მომავალში

უახლოეს მომავალში "რუსთავი2"-თან დაკავშირებით დიდად არაფერი იცვლება

თუ გავითვალისწინებთ, რომ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, უახლოეს მომავალში "რუსთავი2"-თან დაკავშირებით დიდად არაფერი იცვლება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, არ ველოდი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მეგონა, პროცესი კიდევ "გაიწელებოდა". მოლოდინი გვაქვს, რომ დავა ზედა ინსტანციებში გაგრძელდება - იქნება აპელაცია და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, პოტენციურად უახლოეს მომავალში "რუსთავი2"-თან დაკავშირებით დიდად არაფერი შეიცვლება. მით უფრო არაფერი შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ღელვის საფუძველს ვერ ვხედავ", - აცხადებს კვაჭანტირაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდა.