"არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა - ვერც ქინძი და ვერც სხვა მოქალაქე"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სერიოზული განცხადებების გაკეთებას არ აპირებს.

ღარიბაშვილის თქმით, სასაცილოა, როდესაც ოდესის გუბერნატორი საკუთარ თავს ქინძს ეძახის.

"გავრცელდა აუდიოჩანაწერები ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა უბრალოდ. ჩვენ ქინძის განცხადებებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. მეტად დემოკრატიული, ვიდრე ადრე, სადაც კანონის უზენაესობა ყოველთვის დაცული იქნება. არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა - ვერც ქინძი და ვერც სხვა მოქალაქე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.