„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს“

„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს“

ნიკა გვარამიას განცხადებით, სამართლიანი მართლმსაჯულება სასამართლოში ერთი ზონდერ მოსამართლის ხელით დასრულდა და „რუსთავი 2“ დატოვებულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, "ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ საქართველოში დაასრულა სამართლიან სასამართლოზე საუბარი და ამისი ილუზიაც კი აღარ არსებობს".

„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს არაფერს. კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთი უკვე ძალიან მყარი და არასპეკულირებადი, არამედ ფაქტობრივი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დასრულებულია, სამართლიანი მართლმსაჯულება სასამართლოში ერთი ზონდერ მოსამართლის ხელით დასრულდა და „რუსთავი 2“ დატოვებულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე. ჩვენ ამ უფლების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. იყვნენ თუ არა ჩვენი ადვოკატები ტყუილად წარმოდგენილნი პროცესზე, ლეგიტიმური კითხვაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ არა იმიტომ, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი, იმისთვის რათა დეტალურად აღინუსხოს რა ხდებოდა „რუსთავი 2“-ის პროცესზე, რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს. მართალი გითხრათ სულ რომ მართალი ყოფილიყო ქიბარ ხალვაში მისი პოზიცია იმდენად სუსტად იყო დაცული, როგორც სასარჩელო მოთხოვნით, ასევე პროცესზე წარმოდგენილი ადვოკატების მიერ, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში ისინი ვერ გაიმარჯვებდნენ. მეორე საკითხია ის, რომ ამ სუსტი სამართლებრივი დაცვის პირობებში იყო სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა, შესაბამისად რას დაასაბუთებს მოსამართლე ურთმელიძე ეს ძალიან საინტერესოა. ახლა უკვე ჩვენი დროა და ჩვენ ველოდებით მას და თავისთავად ცხადია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ნულოვანი შინაარსი და სამართლებრივი შედეგები აქვს, გამოყენებული იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც იმის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ საქართველოში დაასრულა სამართლიან სასამართლოზე საუბარი, ამისი ილუზიაც კი აღარ არსებობს. დღეს სამოქალაქო პალატაც არის სრულიად გარყვნილი, დეგრადირებული და კორუმპირებული და ერთმა მოსამართლემ ამის გაკეთება შეძლო, რასაც ძალიან დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებს მის კოლეგებს, რომლემიც ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომით განამტკიცებდნენ სასამართლოს რეპუტაციას და მათი ეს შრომა წყალშია ჩაყრილი. ურთმელიძის განცხადებებზე პირველი 2 კვირის განმავლობაში ახდენდა რეაგირებას თვით საქალაქო სასამართლო და იუსტიციის საბჭო, თუმცა მის დაცვას აღარ იღებს თავის თავზე არც საქალაქო სასამართო და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ გვაქვს საქმე მოსამართლესთან, ჩვენ საქმე გვაქვს დაქირავებულ ზონდერთან, რომელმაც ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც მაღალი ალბათობით წინასწარ სავარაუდო იყო“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშას 60%, მის კომპანია "პანორმას" კი 40 პროცენტი მიაკუთვნა. ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.