„გვჭირდებოდა ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელიც დაიცავდა „რუსთავი 2“-ს“

„გვჭირდებოდა ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელიც დაიცავდა „რუსთავი 2“-ს“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ხალხის შეკრებით ტელეკომპანიის დაცვას აპირებდნენ.

წიკლაურის განცხადებით, ადამიანების ის ნაწილი, რომელზეც ჩანაწერებში საუბრობს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესაძლო დარბევის თავიდან ასაცილებლად სჭირდებოდა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიტუშკების გარკვეული რაზმები აპირებდა თავდასხმას „რუსთავი 2“-ის შენობაზე და ამას აძლიერებდა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ათეული ოფისი იქნა დარბეული ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი ძალადობრივი მოწოდების შემდეგ. გვჭირდებოდა ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელიც დაიცავდა „რუსთავი 2“-ს და ამ ტიტუშკებს არ მისცემდა უფლებას, აეღოთ თავისუფალი ტელევიზია ხელში. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის არაშეიარაღებული, მშვიდობიანი ხალხის მობილიზაცია, რაც ვიხილეთ კიდეც "რუსთავი 2"-ის შენობასთან 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა წიკლაურმა.