ქიბარ ხალვაშის ადვოკატი - იმედი მაქვს, სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი - იმედი მაქვს, სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

ჩვენ საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ გავუჩინეთ რწმენა იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები მხოლოდ არჩევნების გზით ირჩევიან და ამ ქვეყანაში რევოლუცია და დესტაბილიზაცია აღარ იქნება, - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

"ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს ხელისუფლებიდან. ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა თავისუფალი არჩევანია, რომლის კიდევ ერთ ტესტს მომავალ წელს წარმატებით ჩავაბარებთ", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის შეფასებით, მოქმედი მთავრობა, რომელსაც მანდატი მომავალი წლისთვის ეწურება, ახალ მთავრობას კარგ მემკვიდრეობას უტოვებს. წულუკიანი ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, მათი დეპოლიტიზირება და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება. მისივე შეფასებით, გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა თავისუფალი მედიის მიმართულებით.

"გაისად, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მხოლოდ ევროპული მთავრობა იქნება, რადგან ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია. წარსულის ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. ჩვენ ჩვენს უკან ძლიერ ინსტიტუტებს დავტოვებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.