გიორგი ვაშაძე:  ყველაფერი საპნის ოპერის სერიალს დაემსგავსა

გიორგი ვაშაძე: ყველაფერი საპნის ოპერის სერიალს დაემსგავსა

დეპუტატ გიორგი ვაშაძის შეფასებით, გამოქვეყნებულ ჩანაწერებში განსაკუთრებული არაფერია და საუბარი დაცვის სტრატეგიას შეეხება.

"ეს ყველაფერი საპნის ოპერის სერიალს დაემსგავსა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს უკანონო მოსმენებზე და ამ ყველაფრის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე. ბოლო ჩანაწერებში, რაც გამოქვეყნდა, განსაკუთრებული არაფერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი დაცვის სტრატეგია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ჩვეულებრივი საუბარი და მეტი არაფერი. ალბათ ხვალ, ზეგ, ჩემი საუბრებიც იქნება და ბევრი სხვა ადამიანის - ზოგი დამონტაჟებული, ზოგიც დაუმონტაჟებელი. ეს ყველაფერი სამარცხვინო და სასაცილოა. ვითომ უკრაინულ გვერდებზე იტვირთება, სინამდვილეში რუსულ ვებ გვერდებზეა ატვირთული", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.