ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებდა.
მისი თქმით, ვერ ხვდება რატომ გადაიფიქრა მოსამართლემ და როგორ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ, როცა რეალურად ვერ შეძლებდა ამხელა მასალის შესწავლას.
„მოსამართლის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას 6-ის ნახევარზე მიიღებს, თუმცა ვიცოდით მისგან, რომ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, დამატებით რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ დაფიქრდებოდა, მოისმენდა ჩანაწერებს, სრულყოფილად შეაფასებდა ფაქტებს. ჩემი აზრით, ყველა მასალას ან ჯერ არ გაცნობია, ან უკვე გაეცნო, რაც ძალიან მეეჭვება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მოსარჩელის მხარეს ნაწილობრივ ან სრულად დააკმაყოფილებს. თუ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ეს ალბათ საავტორო უფლებების საკითხი იქნება“, - განაცხადა მურადაშვილმა.