ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 17:30 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.
პროცესის მხარეებმა დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოსვლები უკვე დაასრულეს.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე საავტორო უფლების, ასევე არხის ლოგოსა და წილების დაბრუნებას ითხოვს. სწორედ აღნიშნულ სარჩელზე გამოიტანს მოსამართლე დღეს გადაწყვეტილებას.