პაატა სალია:   მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვა პოლიტიკური მოტივებით იყო გაჯერებული

პაატა სალია: მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვა პოლიტიკური მოტივებით იყო გაჯერებული

მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვა პოლიტიკური მოტივებით იყო გაჯერებული, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამოცხადებულ შესვენებაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა.

საქალაქო სასმართლოში უკვე დასრულდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების საპაექრო სიტყვები. გამოცხადებული შესვენების შემდეგ სხდომა განახლდება რეპლიკის ეტაპით, რის შემდეგაც მოსამართლე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს.

"ჩვენ მოვისმინეთ საპაექრო სიტყვა, რომელიც პოლიტიკური მოტივებით იყო გაჯერებული. რეპლიკის დროს არ ვაპირებთ პასუხები გავცეთ პოლიტიკურ განცხადებებს, რეპლიკაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ სამართლებრივ ასპექტებზე, რომელიც სარჩელში გვაქვს. ასევე კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსამართლეს დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი", - განაცხადა პაატა სალიამ.