ნუგზარ წიკლაური ახალ ჩანაწერებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს

ნუგზარ წიკლაური ახალ ჩანაწერებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ახალ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" წიკლაურმა განუცხადა, მას ჩანაწერები თვითონ არ მოუსმენია და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც მასალებს გაეცნობა.

უკრაინული ვებ-გვერდმა uarevo.in.ua-მ ორი ახალი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და დეპუტატ ნიგზარ წიკლაურს, ასევე სააკაშვილსა და გივი თარგამაძეს შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ხალხის მობილიზებაზე და "რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პერმანენტული აქციების დაწყებაზე.