ეგვიპტეში, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მომუშავე ექსპერტებმა აღმოაჩინეს ელემენტები, რომელიც ლაინერის კონსტრუქციას არ ეკუთვნის. ამის შესახებ რუსული სააგენტო "ტასი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროს თანახმად, ნაპოვნი ელემენტები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
მანამდე, სააგენტო "ინტერფაქსმა", საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სპეციალისტებმა ლაინერის ეკიპაჟისა და დისპეტჩერის საუბარი გაშიფრეს. საუბრიდან ირკვევა, რომ ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავის ბორტზე ფრენისთვის არადამახასიათებელი ხმაური გაისმა.
წინასწარი ვერსიით, А321-ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ავიაკომპანია "კოგალიმავია" ამტკიცებს, რომ ავიაკატასტროფა გარე ზემოქმედებამ გამოიწვია.
ამერიკული ანალიტიკური საააგენტო "სტრატფორი" კი არ გამორიცხავს, რომ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.