"ორმოცდაათამდე სპეცრაზმელი ჩამოგვყვავს სამეგრელოდან" - კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი სააკაშვილის მონაწილეობით

უკრაინული ვებ-გვერდი uarevo.in.ua მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებშიც ექს-პრეზიდენტის გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე ფიგურირებენ.

ვებ-გვერდის ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოდან თბილისში 50 ყოფილი სპეცრაზმელი გადაისროლეს, ოპერაცია კი მიხეილ სააკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.

"ოპერაციის წარმატებაზე გივი თარგამაძე იყო პასუხისმგებელი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. მან წარმატებით ჩამოიყვანა სააკაშვილის რეჟიმის საუკეთესო მებრძოლები თბილისში, რის შემდეგაც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მობილიზება და მათში ბოევიკების შერევა წარმატებით მოხდა", - წერს uarevo.in.ua.

მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის ფარულ აუდიო ჩანაწერებში ასევე საუბარია ბარიკადებზე და გარკვეული კონსტრუქციების მოწყობაზე, სავარაუდოდ "რუსთავი 2"-ის შენობასთან. ნუგზარ წიკლაური ყოფილ პრეზიდენტს დეტალურად უყვება თუ რა სამუშაოები გასწიეს მათ ამ მიმართულებით  

https://www.youtube.com/watch?v=I3BEynDro4o