ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე არტისტის დაბარება, გამოძიებას კომიკურს ხდის

ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე არტისტის დაბარება, გამოძიებას კომიკურს ხდის

არტისტის დაბარება ე.წ. გადატრიალების საქმეზე კომიკურს ხდის მთელ ამ გამოძიებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფო ნიჟარაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სოფო ნიჟარაძის დაკითხვაზე დაბარებას აქვს კონკრეტული მიზანი - ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა და დისკრედიტაცია.

"არტისტის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, კომიკურს ხდის მთელს ამ გამოძიებას, მითუმეტეს, ფაბრიცირებული და ფალსიფიცირებული მასალების საფუძვლებზე. რა უნდა განვაცხადოთ ამაზე სერიოზულად, ერთადერთი მიზანი ამ დაბარებას აქვს, კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაში ჩარევა და დისკრედიტაცია", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამ წუთებში ე.წ. მოდულის შენობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომღერალი სოფო ნიჟარაძე იკითხება. "მოდულის" შენობასთან ნიჟარაძის მეგობრები არიან შეკრებილი.