აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი "რუსთავი 2"-ის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს.
იან კელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მედიის თავისუფლების ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს დაცული.
"აშშ-ს მიაჩნია, რომ არამხოლოდ მედიის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპიც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მიზანი გამჭირვალე პროცესის გამართვაა "რუსთავი 2"-ის თემის განხილვისას. შესაძლებელი იქნება სათანადო სასამართლო გასაჩივრების პროცესიც, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა", - განაცხადა იან კელიმ.