აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორწლიანი სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, მან რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს კომპრომისისთვის მადლობა გადაუხადა.
აშშ-ის კონგრესმა საბიუჯეტო გეგმა გასულ კვირას მიიღო. დოკუმენტის თანახმად, უახლოესი 2 წლის განმავლობაში აშშ-ის საბიუჯეტო ხარჯები 80 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება. დაწესდა ასევე აშშ-ის სახელმწიფო ვალის მაქსიმალური ზღვარი, რომლის გადახედვაც 2017 წლის მარტამდე აღარ მოხდება.