გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. 
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს. 
"მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს საქართველოს მხარდაჭერისა და მტკიცე მეგობრობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში იჩენს ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.