ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:30 საათზე, მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვით გაგრძელდება.
გუშინდელ პროცესზე არ მოესწრო "რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია "საქართველოს" ადვოკატების მიერ საპაექრო სიტყვის დასრულება და მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სხდომა 3 ნოემბრისთვის ჩანიშნა.
დღეს პროცესი მოპასუხე მხარის ორი ადვოკატის სიტყვით გაგრძელდება. სწორედ ამ პროცესზე უნდა დაასრულოს მოპასუხემ დასკვნითი საპაექრო სიტყვა, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებით წარდგებიან და ამის შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.