თემურ ჯანაშია და სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს

თემურ ჯანაშია და სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ჯანაშიამ „პირWელს“ განუცხადა, მას დაკითხვაზე დაბარების შესახებ ოფიციალური უწყება უკვე გადაეცა. ამასთან, ჯანაშიას თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

„რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ. დაბარებული ვარ ხვალ, 15:00 საათზე. არ ვიცი რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი“, - განუცხადა მან „პირWელს“.

ამასთან, მომღერალი სოფო ნიჟარაძეც ავრცელებს ინფორმაციას, რომ  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. მომღერალი ე.წ. მოდულის შენობაში ხვალ, 12:00 საათზეა დაბარებული. ნიჟარაძესაც, სავარაუდოდ, დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხავენ.

ცნობისთვის, უკრაინულ ვებგვერდზე ორი ახალი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. გამავრცელებლების ინფორმაციით, ამ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს და ნიკა გვარამიას ისევ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ესაუბრება. საუბარია ტელევიზიისთვის დაცვის უზრუნველყოფაზე, სპეცრაზმის თანამშრომლებზე და ჟურნალისტებზე. ნახსენებია, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი და თემურ ჯანაშია. მეორე ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორისაა გაკეთებული, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საუბარია მოსალოდნელ სისხლისღვარზე.