საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონელმა კოლეგამ ტაავი რიივასმა მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ინვესტიციების განხორციელებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას და კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას.