ოფიციალურმა კიევმა დონბასს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიანიჭოს

ოფიციალურმა კიევმა დონბასს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიანიჭოს

ოფიციალურმა კიევმა დონბასს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიანიჭოს. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, ეს განცხადება აშშ_ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ტელეკომპანია "მირ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

კერიმ ასევე, მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისა და კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მინსკის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა.

ჯონ კერის თქმით, არჩევნები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, ხოლო საარჩევნო პროცესში საერთაშორიო დამვკირვებლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდა. დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნები აღნიშნულ ტერიტორიებზე მომავალ წელს ჩატარდება.