ტელეკომპანია

ტელეკომპანია "იმედი" ნიკა გვარამიას ბრალდებას პასუხობს

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ტელეკომპანია "იმედში" პასუხობენ და მას აბსურდულს უწოდებენ.

იმედში განმარტავენ, რომ აბსურდია ბრალდება, თითქოს კომენტარების ჩაწერა არხმა საჯარო სივრცეში ჩანაწერის გამოქვეყნებამდე დაიწყო.  ამასთან, "იმედში" აცხადებენ, რომ ახალი აუდიო ფაილების გამოქვეყნების შესახებ მათ გამოშვებამდე 15 წუთით ადრე გაიგეს, რაც სრულიად საკმარისი დროა ჩანაწერის საეთეროდ მოსამზადებლად.

"ვებ-გვერდი უკრაინული რევოლუცია კი, ის ვებ-გვერდია, სადაც სამი დღის წინ, გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები გამოქვეყნდა ამ ჩანაწერების ავთენტურობა თადავ ფიგურანტებმაც დაადასტურეს, შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი ამ ინტერნეტპორტალის მიმართ ინტერესი", - აცხადებენ "ტელეიმედში"

ნიკა გვარამიას განცხადებით, "იმედი" და "პირველი არხი" დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები გამოდიან. ნიკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაცილებით ადრე იცოდნენ,  მისი და მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერის შესაძლო გავრცელების შესახებ, ვიდრე ის საჯარო სივრცეში მოხვდებოდა, რაზეც მისი თქმით, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს.