რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის, მაქსიმ სოკოლოვის განცხადებით, რუსული სამგზავრო თვითმფრინავი "Airbus A 321" ჰაერში დაიშალა.
როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ სოკოლოვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
პირველადი ვერსიით, ავიაკატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა დღეს ავიაკომპანია "კოგალიმავიაში" განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი "გარე ზემოქმედება" გახდა.
რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. შარმ ელ-შეიხიდან სანქტ პეტერბუგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი "Airbus A 321" სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.