მიხეილ მაჭავარიანი:   ქილერი ქიბარ ხალვაში მიზანს ვერ მიაღწევს

მიხეილ მაჭავარიანი: ქილერი ქიბარ ხალვაში მიზანს ვერ მიაღწევს

ქილერი ქიბარ ხალვაში მიზანს ვერ მიაღწევს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანიების "რუსთავი2"-სა და "საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე იმ საკანონმდებლო ნორმის მოქმედება შეაჩერა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელ აღსრულებას ითვალისწინებს.

მაჭავარიანის თქმით, რამდენიმეკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. "დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რაც არის იმის გარანტია, რომ ქილერი ქიბარ ხალვაში, რომლის ხელით "რუსთავი2"-ის განადგურების მცდელობა ხდებოდა, თავის მიზანს ვერ მიაღწევს. პროცესი გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მოსამართლე ურთმელიძეს, რომელიც არც დედას სცნობს და არც სამართალს, დავალება მიღებული აქვს, მაგრამ მიზანი მიღწეულია - დღეს "რუსთავი2"-ს ვერც ქიბარ ხალვაში დაეუფლება და ვერც ბიძინა ივანიშვილი", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა.