ნიკა გვარამია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ავთენტიკურობას არ ადასტურებს

ნიკა გვარამია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ავთენტიკურობას არ ადასტურებს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, უკრაინულ ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტიკურობას არ ადასტურებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნულ აუდიო ჩანაწერში მისი ხმა ნამდვილად არის, თუმცა, ის ვერ იხსენებს საუბრის მსგავს მიმდევრობას და აცხადებს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. 

"არ ვადასტურებ ამ ჩანაწერის ავტენტიკურობას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმაა, თუმცა, მე მსგავსი საუბრის შინაარსი არ მახსენდება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული. მეორე ჩანაწერზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა ერთისა, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო, რასაც აკეთებს საქართველოს უშიშროება, მაგრამ რაც შეეხება ჩემს საუბარს, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც და არამხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მჭირდება კომპეტენტური ადამიანების აყვანა დაცვაში, ისეთების, ვინც კომპანიას დაიცავს. მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენმა წყარომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციებს სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით", - განაცხადა გვარამიამ.