ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა. პროცესი მხარეთა პაექრობით გაგრძელდება.
როგორც „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა შესვენების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, სიტყვით უკვე გამოვიდნენ ტელეკოპმანია „საქართველოს“, ასევე, „გეოტრანსის“ და ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლები.
„1 საათიანი შესვენების შემდეგ განახლდება პროცესი. შესვენების შემდეგ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები წარვსდგებით სიტყვით. ძალიან გრძელი სიტყვა გვაქვს და არა მგონია, 18:00 საათამდე მოვასწროთ. თუ ვერ მოვასწრებთ, მოსამართლე ხვალისთვის გადადებს პროცესს“, - განაცხადა მურადაშვილმა.