"საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება ვშიშობ ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესზე ცუდად იმოქმედებს.

თეა წულუკიანის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საგანგაშო არაფერია. 

"საკონსტიტუციო სასამართლო დღევანდელი გადაწყვეტილება ვშიშობ, რომ ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე, ბანკებზე, რომლებსაც აღარ შეეძლებათ დაუწყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციონ ესა თუ ის გადაწყვეტილება და ზოგადად, ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, ამ გადაწყევეტილებაში, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არაფერი საგანგაშო არ ხდება. ამ გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, "რუსთავი 2" იყო, არის და იქნება ჩვვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერაფერს ცვლის",-განაცხადა წულუკიანმა

საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება დროებით შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის იურისტებმა საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში 26 ოქტომებრს შეიტანეს. ისინი იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდნენ, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.