ოსები უფრო ენდობიან საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა

ოსები უფრო ენდობიან საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა

ოსები უფრო ენდობიან საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განარტებით, ოსური მოსახლეობა არა მარტო სამკურნალოდ ჩამოდის თბილისსა თუ სხვა ქალაქში, არამედ ქართულ კურორტებზეც ისვენებს.

"ოსები უფრო ენდობიან საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა, თუმცა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ასად გაიზარდა ჯანდაცვის მიმართ ინტერესი, როგორც აფხაზეთიდან, ისე განსაკუთრებით ცხინვალიდან. 40 წუთი სჭირდება მანქანას, რომ ცხინვალიდან ჩამოვიდეს თბილისში და მიიღოს სრულფასოვანი, არაკორუმპირებული მკურნალობა.

ოსებს იმდენად მოსწონთ საქართველოს ხარისხიანი, არაკორუმპირებული მკურნალობა, რომ ჩვენთან განაგრძობენ სამედიცინო დახმარების მიღწევას და არა ვლადიკავკაზში, ან სოჭში ან მოსკოვში. დიახ, ისინი თბილისში ჩამოდიან, რათა თავიანთი ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, ეს არის აშკარად ახალი ტენდენცია. ფულსაც უკვე აქეთ ხარჯავენ - ცხინვალის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასასვენებლად ჩამოდის აჭარის კურორტებზე", - განმარტა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, "ის გაუცხოვება, რაც იყო 2008 წლის შემდეგ, უკვე ქრება".

"ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ფონზე აშკარად ხედავენ ისინი, რომ საქართველო არ არის მათთვის მტრული საზოგადოება. ეს ტენდენცია იმდენად დადებითია, რომ ამის არდანახვა არ შეიძლება", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.