"მაგათ სპეცრაზმისგან დაცვა არ იციან" - სააკაშვილისა და გვარამიას მორიგი ჩანაწერი ვრცელდება

უკრაინულმა ვებ-გვერდმა uarevo.in.ua-მ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა.

აუდიო ჩანაწერში საუბარია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე საკითხებზე. ექსპრეზიდენტი ნიკა გვარამიას ჟურნალისტების შესახებ ესაუბრება და სთხოვს გვარამიას მათ დაელაპარაკოს. მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს სთხოვს ჟურნალისტებს ყველაფერი კარგად განუმარტოს და უთხრას, რომ დავის წაგების შემთხვევაში მათ სამსახურიდან გაუშვებენ.

საუბარი ასევე შეეხება დაცვის ორგანიზებას. მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ურჩევს ყოფილი სპეცრაზმელები გამოიყენოს.