„რუსთავი 2“-ის ადვოკატები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვენ.
აღნიშნული შეუამდგომლობა ადვოკატებმა სასამართლოზე ვიდეოჩანაწერის წარდგენის შემდეგ დააყენეს, რომელიც ირმა ინაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მცირე ნაწილია.
ადვოკატის განცხადებით, ვიდეო 29 ოქტომბერს აიტვირთა „YouTube“-ზე და სწორედ ამ დროს გახდა მათთვის ცნობილი.
ადვოკატის განცხადებით, ივანიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხებში კარგად არის გარკვეული, ამიტომ, მას შეუძლია სასამართლოს მისცეს ინფორმაცია, რა კავშირშია ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-თან, რატომ არის ის ფორმალური მფლობელი და ასევე, კითხვის ნიშის ქვეშ დააყენოს ქიბარის მოთხოვნის კანონიერება.
ადვოკატის თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეში სასამართლოს მნიშვნელოვან ინფორმაციას გაანდობს ასევე ირაკლი ოქრუაშვილიც.