საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, განმწესრიგებელი სხდომის შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა. საუბარია დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობაზე.
ასევე, საკონსტიტუციო სასამარლომ დაადგინა, რომ შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდქსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
რუსთავი 2-ის" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 26 ოქტომბერს შეიტანეს. სამაუწყებლო კომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებდა.
"რუსთავი 2–ის" ინფორმაციით, კომპანიის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.
"იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გამოტანის საპროცესო კოდექსის მუხლების წინააღმდეგობა კონსტიტუციის მუხლებთან არ მოგვცემს საშუალებას სრულფასოვნად განვახორციელოდ ჩვენთვის კონსტიტუციის მონიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება", - ნათქვამია "რუსთავი 2"-ის განცხადებაში.