ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და გამორიცხა ადამიანების დაღუპვა საომარ მოქმედებებში, ესკალაცია, დაძაბულობის შექმნა

ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და გამორიცხა ადამიანების დაღუპვა საომარ მოქმედებებში, ესკალაცია, დაძაბულობის შექმნა

პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს უსმენენ.

სახელმწიფო მინისტრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის, ასევე საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფება, სადაც დეპუტატებს 3-წლიანი საქმიანობის ანგარიშს აბარებს.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ამ სამი წლის განმვლობაში მოახერხა და გამორიცხა ისეთი საშინელი გამოწვევები, როგორებიც იყო ადამიანების დაღუპვა საომარ მოქმედებებში, ესკალაცია, დაძაბულობის შექმნა. გამოვრიცხეთ დევნილების გამრავლება - არც ერთი ახალი დევნილი არ გყვავს, არც ერთი საომარ მოქმედებებში დაღუპული ადამიანი არ გვყავს, გამოირიცხა ახალი სოფლების და ქალაქების დაკარგვა, ანუ პრაქტიკულად სამი წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებებმა, არა მარტო ერთმა", - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე.

მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად კვლავ ჩვენ გვრჩება სხვა გამოწვევები, რომელთა შორისაც მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების გატაცებას ასახელებს.