აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის "ახალმა აზერბაიჯანმა" 125-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვა. 
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და მთავრობა ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. როგორც პარტია "მუსავატის" ლიდერმა არიფ გაჯილიმ სააგენტო "როიტერს" განუცხადა, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე იმის გამო თქვა უარი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ოფიციალური ბაქოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, ეუთომ აზერბაიჯანში დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი თქვა.