თურქეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

თურქეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

თურქეთში, 1-ელ ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ გაიმარჯვა. ბულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გუნდს არჩევნებში მონაწილეთა 49,4%-მა მისცა ხმა, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, ახალი მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს.
პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ პარტიის გამარჯვების შესახებ მხარდაჭერთა აქციაზე განაცხადა. განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ერდოღანმაც და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ თურქეთის "ერთობასა და ერთიანობას" დაუჭირა მხარი.
ბოლო 5 თვის განმავლობაში თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მეორედ ჩატარდა. 7 ივნისს ჩატარებულ არჩეევნებზე "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა და კოალიციური მთავრობა ვერ შექმნა.
გუშინ ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 10%-იანი ბარიერი გადალახეს ასევე, მემარცხენე ცენტრისტულმა "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" (25,4%), ნაციონალისტურმა "ეროვნული მოძრაობის პარტიამ" (11,9%) და პროქურთულმა "ერთა დემოკრატიის პარტიამ" (10,7%).