ეგვიპტეში, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, 1-ელი ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც "რია ნოვოსტი", კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს აშშ_ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მიუსამძიმრა და მომხდარს "დიდი ტრაგედია" უწოდა.
ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ლაინერ Airbus А-321-ის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 224-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვია.