მარტვილში

მარტვილში "ქართული ოცნება" საკუთარი კანდიდატის გამარჯვებას უკვე აღნიშნავს

მარტვილში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა "ქართული ოცნება" უკვე გამარჯვებას ზეიმობს. როგროც "ინეტპრესნიუსის" კორესპონდენტი მარტვილიდან იუწყება, აქტივისტები მარტვილის ცენტრში ავტომობილების გაბმული სიგნალებით, დროშებითა და შეძახილებით მოძრაობენ. 
მარტვილის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლა მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტში 33 ათას 543 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 
რაც შეეხება კანდიდატებს, პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ეთერ მეძველია იბრძვიან.