საქართველოს პრეზიდენტმა რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოხატა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ლაინერ Airbus А-321-ის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 224-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვია.