„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში, პირველი ნოემბერი გლოვის დღეს გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ლაინერზე "Airbus-321" 217 მგზავრი და შვიდი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათგან 17 ბავშვი.
მედიის ცნობით, ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი "Airbus-321" ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.
ლაინერი, რომელიც შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაქრა.