ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია

ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია

აშშ-ის საელჩო საქართველოში, უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.

„ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის.

მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა",- აღნიშნულია განცხადებაში.