"არ გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერი იყოს კანონიერი"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, წყარო, ვინც უკრაინულ მედიასაშუალებებს მასალა მიაწოდა, უცნობია, თუმცა, მოკვლევა უკვე დაწყებულია.

წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ მოსმენები შესაძლოა კანონიერად ხდებოდეს.

„ჩვენ ჩავაბარეთ წარსულ ის ეპოქა, როდესაც ყველას გვისმენდნენ, როდესაც ჩვენ ტელეფონიდან ბატარეებს ვიღებდით და ვმალავდით სხვა ოთახში. ეს ეპოქა არის დასრულებული. მე არ გავიზიარებ იმ ადამიანების აზრს, მათ შორის უცხოელების, რომლებმაც თქვეს, რომ ჟურნალისტმა წყარო უნდა გაამხილოს. გამოძიება უნდა ჩატარდეს არა ჟურნალისტის წინააღმდეგ, არამედ იმ ჩინოვნიკის, საჯარო მოხელის წინააღმდეგ, რომელმაც იქნება ეს უკნაინაში თუ სხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა ეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერი იყოს კანონიერი“, - განაცხადა წულუკიანმა.