დავით უსუფაშვილი: მაოცებს, რომ

დავით უსუფაშვილი: მაოცებს, რომ "რუსთავი 2"-ზე ყველა ლაპარაკობს, მფლობელების გარდა

“გუშინდელი ჩანაწერების შემდეგ  ყველა ემიჯნება  მას, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ყველა ამბობს, ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო. არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია აღარ ემორჩილება?! არ ვიცი, ეს როგორ არის.

ამ საქმის პოლიტიკური მხარე სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია, „რუსთავი 2“,  არ დაზარალდეს. რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ.

პირველ რიგში, ის მაოცებს, რომ ამ თემაზე ყველა საუბრობს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ეს საკითხი ეხება. დავა კონკრეტულად ამ არხის მეპატრონეებთან, მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა. ვიღაცეები მას იცავენ, ვიღაცეები ბარიკადების აშენებას აპირებენ, ვიღაცეები პოზიციებს სხვანაირად გამოხატავენ.

პირველ რიგში, მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში, ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი?! თუ ასეა, მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სხვა სურათი და ვითარება გვექნება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.