სოფელ დვანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

სოფელ დვანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

ქარელის რაიონში სოფელ დვანის განაპირას ორი ადამიანი დავით მინდიაშვილი და ვლადიმერ მახაჭაშვილი დააკავეს. ორივე მათგანი პირუტყვს მწყემსავდა , რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.
არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. თვითმხილველთა მტკიცებით, მინდიაშვილს და მახაჭაშვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და მათი დაკავება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
ჯერჯერობით დაკავებულების ოჯახებს არავინ დაკავშირებია.