გიგლა აგულაშვილი ირმა ინაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, თითოეული დარღვევა გაასაჩივრონ

გიგლა აგულაშვილი ირმა ინაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, თითოეული დარღვევა გაასაჩივრონ

საგარეჯოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის შტაბის წარმომადგენელი, გიგლა აგულაშვილი ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თითოეული დარღვევა გაასაჩივრონ.
გიგლა აგულაშვილი აღნიშნულით ირმა ინაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რწმუნებულები და გამგებლები საარჩევნო უბნებთან დგანან და ხიდაშელის სასარგებლო აგიტაციას ეწევიან.
როგორც გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, თამარ ხიდაშელის შტაბი ყველა დარღვევას აღწერს და ასაჩივრებს და იგი მოუწოდებს სხვა კანდიდატების შტაბებსაც, რომ იგივე გააკეთონ. ასევე გიგლა აგულაშვილმა განმარტა, რომ კანონის დარღვევა თამარ ხიდაშელის შტაბის ინტერესებში არ შედის და მისი მიზანია თითოეულ ამომრჩეველს დემოკრატიულ გარემოში მიეცეს არჩევანის დაფიქსირების საშუალება.
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოში ყველა უბნის წინ დგანან სოფლების რწმუნებულები, გამგებელი. 
"უფლებადამცველებისა და მედიისათვის უნდა გახსნილიყო ცენტრი, რომლის კარიც დაკეტეს. სამარცხვონოდ ნუ იქცევით. გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ელოდება პროვოკაციებს, რაც ცრუ მოლოდინია. მე არა ვარ პროვოკაციების მომხრე. არ გვჭირდება ეს. ჩემი შტაბი მუშაობს სრული მობილიზაციით", - წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.